თეა წულუკიანი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ოკინავის გუბერნატორს, დენი ტამაკის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სპორტული და კულტურული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოში ოკინავური კარატეს ფედერაციის განვითარებაზე. გუბერნატორმა მზაობა გამოთქვა, საქართველოში გამოგზავნოს ინსტრუქტორები.
"ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა მართლაც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სპორტის სფეროში მაღალი მიღწევებისთვის, არამედ მასობრივი სპორტისათვის, რათა ბავშვები და ახალგაზრდები მასიურად და რეგულარულად ჩაერთონ მათთვის საყვარელ სპორტის სახეობაში. სწორედ ეს არის გზა მომავალი წარმატებული სპორტსმენების გამოსაკვეთად და რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ადრეული ასაკიდან", - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.