19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - გეოლოგები ამბობენ, რომ განმეორებითი შემთხვევის შანსი მინიმალურია

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაწმენდილია. სამუშაოები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გეოლოგების რეკომენდაციით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ არსებული ხევის კალაპოტი სრულად გასუფთავდება, რათა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს მოსალოდნელი შემდგომი ნაკადი. სპეციალისტები ამბობენ, რომ განმეორებითი შემთხვევის შანსი მინიმალურია.

"ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა. დღეის მდგომარეობით, მონასტრის ტერიტორიას რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. არის მცირე ნაშალის ჩამოსვლა. ვიცით, ეს არის თანმდევი პროცესი, სწორედ იმ ჩამოტანილი კლდის მასის თანმდევი პროცესი, ე.წ. ჩამოწმენდა ხდება მთის, თუმცა, რაიმე საფრთხე არ არსებობს. კონკრეტულ რეკომენდაციებს კიდევ მოგვაწვდიან გეოლოგები,"- აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

დღის ამბები