19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა, მაშველები ძირითადად წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაშავებულების შესახებ შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა. თუმცა გარკვეულ უბნებში პრობლემები შეიქმნა ინფრასტუქტურის კუთხით. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, გლდანის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე შეფერხებულია ავტომობილების გადაადგილება. 

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები საცხოვრებელი სახლის სარდაფებიდან და მიწისქვეშა გადასასვლელებიდან ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. 

 

 

დღის ამბები