19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები ფოთლებით, ნაჭრებით, პოლიეთილენის პარკებით, რამაც გაბიდნა და გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა" - "თბილსერვის ჯგუფის"  ხელმძღვანელი

"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, დავით ფაჩულიას განცხადებით, წუხანდელი უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე მიმღებები სხვადასხვა ნარჩენებით გადაიფარა, რამაც კოლექტორებს წყლის ნაკადის გატარების შესაძლებლობა არ მისცა.

მისი თქმით, კოლექტორები გამართულად მუშაობს და ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წვიმის გადაღებიდან რამდენიმე წუთში ტერიტორიები მთლიანად იყო გაწმენდილი.

"მთელი ღამის განმავლობაში "თბილსერვის ჯგუფის" და მთელი მუნიციპალიტეტების სამსახურები ჩართული იყვნენ გაწმენდით სამუშაოებში. უბრალოდ ძალიან დაბინძურების გამო, რომელიც დედაქალაქში იყო, შეერია სანიაღვრე სისტემა კანალიზაციას და მოხდა დაბინძურება. გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები ფოთლებით, ნაჭრებით, პოლიეთილენის პარკებით, რამაც გაბიდნა და გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა კოლექტორებს. სხვა შემთხვევაში კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, ამის ფაქტია ის, რომ როდესაც წვიმამ გადაიღო, დაახლოებით 10 წუთში მთელი ტერიტორია იყო გაწმენდილი, აღარ რჩებოდა გუბეები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვემზადებით ამისთვის, გაზაფხულიდან ვიწყებთ კოლექტორების წმენდას, მაინც, როდესაც ასეთი დიდი ნალექი მოდის, ფაქტობრივად, მდინარეები მოდიოდა, ამ დროს წარმოუდგენელია საერთოდ რამეზე საუბარი, რამე კოლექტორზე, როდესაც მთელ გზაზე მდინარე მოედინება, მოაქვს მთელი სიბინძურე, ლამი, რომელიც ეფარება შესაბამის კოლექტორებს, ცხაურებს და უბრალოდ შესაძლებლობას არ აძლევს გატარების. ფიზიკურად ხელით იწმინდებოდა," - აღნიშნა "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

 

დღის ამბები