20 სექტემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში -  ქვემო ქართლში 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა

ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში - ქვემო ქართლში, ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა, ხოლო ექვსის მიმართ, ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა.

მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც საქმიანობას გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ.

დღის ამბები