23 აგვისტო 2026,   07:28
ვრცლად
ჩოხატაურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს მოსამართლემ გირაო შეუფარდა

ჩოხატაურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს მოსამართლემ გირაო შეუფარდა. თორნიკე კაპანაძემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების რისკი და ოთხივე დაკავებულს 7000 ლარის ოდენობის ქონების უზრუნველყოფის სახით გირაო განუსაზღვრა.

ინციდენტი 3 სექტემბერს მოხდა.

პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადება.

დღის ამბები