ლაგოდეხში დასაქმების და განათლების მიღმა მყოფ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ღონისძიება ლაგოდეხის მერის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა - ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და დასაქმების მიმართულებით არსებული პრობლემების განსაზღვრა. შეხვედრას - ადგილობრივი თვითმმართველობის, დასაქმების სააგენტოსა და ტექნიკური აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.