ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ მხარდაჭერად ფასდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, მას გაუზიარონ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე.
"ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც უნდა გაკეთდეს მორიგი შეფასება და როდესაც უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს იქნება ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, რომ მას გავუზიაროთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც ევროკავშირი მიიღებს სწორ პოლიტიკურ და თან სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველო მიიღებს დამსახურებულ სტატუსს,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ავტორი: ლუკა ჩანგელია.