19 სექტემბერი 2024,   02:43
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნეს სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ პრეზენტაცია ლევან იოსელიანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ წარუდგინა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები გენდერული ბალანსისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებებით. საუბარი შეეხო დასაქმებულთა შრომით უფლებებსაც.

დღის ამბები