15 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
შს მინისტრმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან, გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.

ვახტანგ გომელაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.

დღის ამბები