22 აგვისტო 2026,   17:08
ვრცლად
"მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში" - სტიქია სოფელ ქობულეთში, დაზარალებული უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა სოფელ ქობულეთში. გვიან ღამით, ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი.

ოჯახის მეპატრონეს თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც უცნაური ხმა მოესმა, რა დროსაც მას გაეღვიძა და საძინებელ ოთახში ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა შენიშნა.

"მაშინათვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში," - აღნიშნა "კურიერთან" საუბარში მინდია ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გვიან ღამით ადგილზე მოვიდნენ შესაბამისი სამსახურები და მოხდა დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მეწყრის შედეგად დაზარალდა კიდევ 2 ოჯახი, სოფელ ლეღვასა და სოფელ ზენითში.

დღის ამბები