20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შეიძლება ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები - თემურ მღებრიშვილი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა, დაკარგული მოზარდი, რომელსაც ვეძებდით, აღმოჩენილია ნანგრევებში. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხდება გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა და ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შეიძლება ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები," - აღნიშნა მღებრიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები