08 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ჩილეს სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის წინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეს სანაპიროებთან. მიწისქვეშა ბიძგებმა 8.3 სიმძლავრის მაგნიტუდას მიაღწია. ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში იყო, მას 12-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. დაიღუპა ხუთი ადამიანი - დაშავდა 15.

სანაპირო ზოლზე ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალი ამოქმედდა - სტიქიის გამო ხელისუფლებამ მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ცუნამის დაკვირვების ცენტრში 3 მეტრამდე ტალღებს ვარაუდობენ.

ბიძგები ეპიცენტრში იმდენად ძლიერი იყო, რომ არგენტინის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

ამჟამად ჩილეს დედაქალაქში პანიკაა - მოსახლეობას სახლებში შესვლის ეშინია.

დღის ამბები