20 სექტემბერი 2024,   03:59
ვრცლად
საქართველოს ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ - ბორჯღალოსნებს ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან ურთულესი დაპირისპირება ელით

2023 წლის მსოფლიო თასი სუპერმატჩით გაიხსნა. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები სრულიად ტურნირის ფავორიტთა შორის მოიაზრებიან და შეხვედრაც სანახაობრივი გამოდგა, 27:13 საფრანგეთის სასარგებლოდ. გრანდების თამაშის სანახავად Stade de France-ზე 80 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მსოფლიოს პირველობის სასტარტო შეხვედრას წინ გახსნის ცერემონიალი უძღოდა, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო. გულშემატკივრებს მსოფლიო რაგბისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მიმართეს და ტურნირი გახსნილად გამოაცხადეს.

რაც შეეხება საქართველოს, 2 საათზე ნაკლები დრო რჩება, 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩამდე. პარიზში, სტად დე ფრანსზე ბორჯღალოსნები ავსტრალიელებს დაუპირისპირდებიან. საქართველოსთვის ეს მიჯრით მე-6 მსოფლიო თასია. აქამდე ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც ორი თამაში მოიგო. უმაღლეს სარაგბო ფორუმზე კი ბორჯღალოსნების დებიუტი 2003 წელს შედგა.

ავსტრალიის უძლიერეს ნაკრებს აქამდე ჩატარებულ ყველა 9 მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, ორჯერ ჩემპიონი გახდა 1991 და 1999 წელს. ვოლაბებმა ყველა ჯერზე შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდნენ მეოთხედფინალში. საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია 2019 წლის მსოფლიო თასზე და მაშინ მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27:8 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტობრამდე პერიოდში საფრანგეთში ჩატარდება, საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები C ჯგუფში თამაშობენ, სადაც უელსი, ფიჯი და პორტუგალიაც მოხვდნენ. მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 23 სექტემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

 

დღის ამბები