განათლების, ბიზნესისა და სამართლის, პოლიტიკისა და სოციოლოგიის, მედიცინისა და მეცნიერების მიმართულებით - დოქტორანტთა ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს 14 სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი დოქტორანტი და მოიცავს ოთხ სესიას.
კონფერენცია მიზნად ისახავს, ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის პროდუქტიული დიალოგსა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.
კონფერენციას განათლების მინისტრის მოადგილე, დარგის ექსპერტები, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.