15 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"ლელო" ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აანონსებს

პრემიერის ამერიკაში ჩარტერული რეისით ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაში. პოლიტიკოსები კანონდარღვევაზე საუბრობენ. მათი ნაწილი შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს, პარტია "ლელო" კი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აანონსებს.

"ყველა, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, იქნება თუ არა კორუფცია ამ ქვეყანაში, მოვუწოდებთ რომ შემოუერთდეს იმპიჩმენტის პროცედურებს "ლელო" ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.

"ლელო" იმუშავებს იმპიჩმენტის პროცედურების აღძვრაზე და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგები, ოპოზიციური პარლამენტის წევრები და ზოგადად პარლამენტის წევრები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კანონი, სამართალი და სამართლიანობა შემოუერთდებიან იმპიჩმენტის პროცედურებს", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ხარჯებს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

"თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს. ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. მივმართავ ღარიბაშვილს, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს. ჩვენი ევროპული და ქართული სტანდარტი უნდა იყოს პატიოსნება და ძლიერი ქვეყნის მშენებლობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები