წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, საზოგადოებას თავი ევროპელებად წარუდგინონ.
"წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერ იქნება ამ ქვეყნის მომავალი და მომავლის უზრუნველსაყოფად მათი შეთავაზებები ყოველთვის იქნება ისეთი ცრუ, როგორიც მათი სატელიტი "ენჯეოები" თუ მედიასაშუალებები არიან.
იყო უმძიმესი რეპრესიები, არ იყო არანაირი მედიათავისუფლება. ვერავინ ბედავდა საუბარს რომ მათ მიერ მიტაცებულ "იმედზე," ტელევიზიებზე. ახლა ესენი წარმოგვიდგებიან საზოგადოების წინაშე, როგორც მთავარი ევროპელები. რამხელა ანტიდასავლური აღქმები შეიძლება, გაჩნდეს იმისგან, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" იყოს დასავლეთის მთავარი წარმომადგენელი ამ ქვეყანაში? ეს არის ღირსება და ასეთი ბნელი ძალა შეიძლება, იყოს წარმომადგენელი დასავლეთის? მისი სატელიტებიც, ლომჯარია იქნება თუ სხვა, როგორ შეიძლება, პოზიციონირებდნენ, როგორც დასავლელები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.