15 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა,  ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, არის პირველი ანტიევროპელი - მამუკა მდინარაძე 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  არ არსებობს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას "ასე უდიერად მოიხსენიებს".

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი მთავარი ოპოზიციონერი გახდა:

"პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტი საბოლოოდ აღსრულებაში მოვა. ჩვენ არ გვგონია, რომ ეს ბოლოში გავა და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს, კონსტიტუციის წინაშე ვალდებულებაა, რომ ეს ასე უბრალოდ არ გავატაროთ.

თუ იმპიჩმენტს ფორმალური ხასიათი აქვს, ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ისტორიას დარჩეს, პრევენციული ხასიათის იყოს ის, რაც ჩაიდინა. არ არსებობს დღეს ცივილიზებულ სამყაროში ევროპული ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად მოიხსენიებს და ეპყრობა. ყველა, ვინც ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს კონსტიტუციას, არის პირველი ანტიევროპელი, ის არის საკუთარი ქვეყნისა და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე და ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტის მხარეს, რომელიც არათუ დამაბალანსებელი, პოლარიზაციის შემამცირებელი, არამედ მთავარი ოპოზიციონერი და მთავარი მაპოლარიზებელი გახდა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები