აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, არ მოერიდებიან რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას მეტ სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი დადებენ რაიმე შეთანხმებას იარაღთან დაკავშირებით.
მეთიუ მილერის თქმით, შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი საუბრობს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაზე ისეთ საკითხებზე, რაც პოტენციურად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
„როგორც უკვე ვთქვით, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი აპირებენ სამხედრო ტრანსფერების განხილვას. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია და პოტენციურად არღვევს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალჯერად დადგენილებებს. ჩვენ უკვე მივიღეთ მთელი რიგი ქმედებები სანქციების დასაწესებლად მათ მიმართ, ვინც შუამავლობდა იარაღის გაყიდვას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის და საჭიროების შემთხვევაში, არ მოგვერიდება დამატებითი სანქციების დაწესება“, – აღნიშნა მილერმა.