პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განმარტა, რას გულისხმობს დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა არის კომპლექსური, მოიცავს სხვადასხვა სფეროს და გათვალისწინებულია შემდგომი სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები გრძელვადიანად დარეგულირდეს.
"ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სასპეკულაციო სივრცე არ დარჩენილიყო, ამიტომ მივყევით იმ გზას, რომელიც თავის დროზე უკრაინამ აირჩია და ევროპული სტრუქტურების მხრიდან დადებითად შეფასდა. შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ევროპელ პარტნიორებთან და გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით. ამიტომ, რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხის კანონის გზით დარეგულირება, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდება განცხადება და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.
ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საკითხი, რომელსაც ვამუშავებთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და საბოლოოდ, რომელი გზით იქნება უფრო მიზანშეწონილი ამ საკითხის დარეგულირება, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.