27 ივლისი 2024,   04:47
ვრცლად
ქვემო ქართლში "მარნეულობა 2023" აღინიშნა

ქვემო ქართლში "მარნეულობა 2023" აღინიშნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ინსტალაციები, პავილიონები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი ხასიათის გამოფენები. წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები. პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება "მარნეულობა" წელს პირველად ჩატარდა და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

დღის ამბები