საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ჩინური კინოს ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს ფილმ "სახლში დაბრუნების" ჩვენება გაიმართა.
ეროვნული არქივი ჩინური კინოს ფესტივალს მიმდინარე წლის 17-19 და 27-30 სექტემბერს მასპინძლობს.
19 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სამინისტროში გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის წარმომადგენლებსა და ჩინეთის კინოადმინისტრაციის დელეგაციას შორის