15 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაში პრობლემას ვერ ხედავს და ეს არის მთავარი პრობლემა - ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაში პრობლემას ვერ ხედავს და ეს არის მთავარი პრობლემა.

სამნიძე დარწმუნებულია, რომ არსებული დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მმართველი გუნდი მას ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არის მოლოდინის რეჟიმში. თუ ისინი დაინახავენ, რომ უარყოფითისკენ იხრება დასკვნა სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, შეეცდებიან მაინც მიიღონ ეს კანონპროექტი და მერე, გამოიყენონ თავიანთი შეხედულების შესაბამისად, რადგან ისინი არ თვლიან, რომ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის პრობლემა იმიტომ არსებობს, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ეს არის პრობლემა. "ქართული ოცნება" ვერ ხედავს პრობლემას ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვან მმართველობაში და თუ მომენტი და შესაძლებლობა ექნებათ, დარწმუნებული ვარ ამ კანონის მიღებით ისინი მას ინსტრუმენტად გამოიყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები