15 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
თეა წულუკიანის სიტყვის გამოსვლის პარალელურად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დროშა გაშალეს, რომელსაც რუსული წარწერები ჰქონდა - ინციდენტის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა

ხმაური და დაპირისპირებაა პარლამენტში. სხდომათა დარბაზში, კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მინისტრის საათის ფორმატში სიტყვის წარმოთქმის დროს, ოპოზიციონერებმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად "ქართული ოცნების" დროშა გაშალეს, რომელსაც რუსული წარწერები ჰქონდა.

ხმაურის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მანდატურს განკარგულება მისცა, დეპუტატებისთვის სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა, რის შემდეგ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.

"ამ დარბაზში ცოტახნით ვიყავი და მახსოვს, დღეს კიდევ უფრო გამძაფრებულია ვითარება და მინდა ყველას გამძლეობა გისურვოთ. მიმდინარეობს ძალიან დიდი ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რომელიმე ჩვენგანის მიმართ წარმოებული ბრძოლა, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა ღირებულებების დასამარცხებლად და გასანადგურებლად. ბრძოლაში, ამ ქალების გუნდი, რომლებიც გარშემო შემომეხვია ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულნი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები