06 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
დღეს თერჯოლა-ზესტაფონსა და წყალტუბოში 350 კოლხური ხოხობი გაუშვეს

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი ველურ ბუნებას უბრუნდება. თერჯოლა-ზესტაფონსა და წყალტუბოში დღეს 350 ხოხობი გაუშვეს. ლოკაციები გარემო პირობების და დასახლებული პუნქტებიდან დაშორების მიხედვით შეირჩა.

კოლხური ხოხბის გადარჩენა-გამრავლება "აგრო ქართუს" ინიციატივით დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, კოლხური ხოხბის გაშვება ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება.

დღის ამბები