მუსიკალური საღამოები, თელავში გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებები ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმარათა.
სადაც მოწყობილი იყო პავილიონები და ადგილობრივებს საკუთარი პროდუქცია ჰქონდათ გამოფენილი.
პატარების განწყობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა, ასევე გაიმართა სხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.