20 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
კრწანისი ბრძოლა არის კიდევ ერთი მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს - კახა კალაძე

კრწანისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო ძველი ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა. ღონისძიებაზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულებისთანავე სტუმრების წინაშე ანსამბლი "თბილისი" და ალილო წარდგნენ.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა თბილისის მერმა.

"ამ ღონისძიების ფარგლებში პარაკლისი იქნა გადახდილი გმირულად დაღუპული მებრძოლებისთვის, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა. კრწანისი ბრძოლა არის კიდევ ერთი მაგალითი სამშობლოს სიყვარულისა, ქართველების არგატეხვის და ჩვენ, მომავალმა თაობებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები