23 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მოეწყო

ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მოეწყო. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური დღესასწაული, ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში მარტვილის საპატიო მოქალაქეების, წარმატებული მეწარმე ქალებისა და ხელოვანების დაჯილდოვეს.

გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და ჩატარდა მეგრული კულინარიის მასტერკლასები.

ღონისძიება საღამოს ჯგუფ "რეგიონის" კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები