საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა 6 ევროკომისართან და ევროკავშირის სხვა მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის ოლივერ ვარჰეისთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით პროგრესი იყო.
შედგა შეხვედრები გაფართოების და სამეზობლო საკითხებში ევროკავშირის გენერალურ დირექტორატშიც. დასრულებულ შეხვედრებს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში აფასებს საქართველოს პირველი დიპლომატი.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ბატონ ვარჰეისთან. მათ კიდევ ერთხელ ცალსახად დავუდასტურე, რომ ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის საბოლოო წევრობამდე,“ - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.