15 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
პრეზიდენტის ვიზიტი არის შესაძლებლობა, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ იყოს გაზრდილი და ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება - თეონა აქუბარდია

მთავრობის უარის და პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს განაგრძობს.

ოპოზიცია პრეზიდენტის ვიზიტებს მიესალმება და ამბობს, რომ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მეგობრები და მხარდამჭერები არიან და ხელისუფლების კონტაქტები ამ ქვეყნებთან სამწუხაროდ არც თუ ისე კარგია.

„ბალტიის სამივე ქვეყანა არის საქართველოს მნიშვნელოვანი მეგობარი და მხარდამჭერი როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის გზაზე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების კონტაქტები არც თუ ისე კარგი არის ამ ქვეყნებთან. პრეზიდენტის ვიზიტი არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ იყოს კიდევ უფრო გაზრდილი და ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება. ამ შეხვედრებს ექნება ხელშესახები შედეგი ქვეყნისთვის,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ამბობს, რომ პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„ჩემი მხრიდან პოზიტიურად იქნებოდა შეფასებული ქალბატონი სალომეს ეს ვიზიტები თუ ის გადმოიტანდა და იქ გაცემულ პირობებს შემდგომ რეალობად აქცევდა. სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის გადაწყვეტილების ძალიან ბევრი მიზეზი იყო და ძალიან ხშირად აქამდე, თუმცა ის მოტივაცია, რომელიც დაურთო „ქართულმა ოცნებამ“ მისი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ იმსახურებს და ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას,“ - აცხადებს დავით კირკიტაძე.

დღის ამბები