ევროპის ფრენბურთის ფედერაციის ეგიდით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდა. ტრენინგის მთავარი მიზანი სასკოლო ფრენბურთის განვითარება და სკოლებში მომუშავე მწვრთნელების გადამზადებაა.
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციიდან ბულგარეთში 6 მწვრთნელი იმყოფებოდა. 2023 წლის CEV მწვრთნელთა შეკრებაზე მონაწილეებმა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.. რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართა სპეციალური ვორქშოფები, სადაც მონაწილეებმა სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებზე იმუშავეს.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 160-ზე მეტმა მწვრთნელმა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პირველ სესიაზე ისინი ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ბორიჩიჩსაც შეხვდნენ.