15 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტი დუბლინში დაიწყო. შალვა პაპუაშვილმა პირველი შეხვედრები უკვე გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს გენ მდივანთან და მის ესტონელ კოლეგასთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში, რომელიც დღეს იხსნება. იგეგმება მისი სიტყვით გამოსვლა.

სამიტის ფარგლებში ქართველი სპიკერი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდება. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნება.

აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განხილვის საკითხი ასევე იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ამ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. პროგრესი თვალსაჩინოა.

განხილვის საკითხია ასევე მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ძალიან დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ არჩევნებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან, გვქონდა ხაზგასმული, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები ამ არჩევნებისთვის და ამ მისიებმა რომ გაამახვილონ ყურადღება დეზინფორმაციაზე იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით საკმაოდ ბევრი და დიდი წყაროებია დეზინფორმაციის გავრცელების,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები