15 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ოგბუნუჯუ რომ მოუგებს ვაშაძეს და იმას საარჩევნო შტაბს ჩააბარებ, რა მომავალზე უნდა ვისაუბროთ - ალუდა ღუდუშაური

"ოგბუნუჯუ რომ მოუგებს ვაშაძეს და 0.04%-ს რომ მიიღებს ქართველი ხალხისგან და იმას საარჩევნო შტაბში მიიყვან და ჩააბარებ, რა მომავალზე უნდა ვისაუბროთ,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.

ღუდუშაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობა აბსოლუტური კრახისთვისაა განწირული.

"ოგბუნუჯუ რომ მოუგებს ვაშაძეს და 0.04 პროცენტს რომ მიიღებს ქართველი ხალხისგან და იმას საარჩევნო შტაბში მიიყვან და ჩააბარებ, ანუ ერთმა კომიკოსმა რომ მეორე კომიკოსს, რომელმაც ოგბუნუჯუსთან წააგო არჩევნები, რა მომავალზე უნდა ვისაუბროთ. ვაშაძე, ხაბეიშვილი - ყველა, "ნაციონალური მოძრაობის" გამწევ ძალაში რომ ჩააბეს ახლა და საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებენ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური კრახისთვის არიან განწირულნი,"- აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები