15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ამ ეტაპამდე კენჭისყრა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს... ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, კენჭისყრა ამ ეტაპამდე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მისი შეფასებით, ეს არჩევნები იქნება გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის.

"ეს არჩევნები განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ფარეთო მასშტაბით, საარჩევნო ადმინისტრაცია ნოვაციის სახით საარჩევნო ტექნოლოგიებს. ეს არჩევნები არის გზამკვლევი 2024 წლის არჩევნებისთვის.

კენჭისყრა ამ ეტაპამდე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს, უმნიშვნელო მცირედი შეფერხების გარეშეც კი. ამომრჩეველთა აქტივობა და მათ მიერ მიმღებლობა ამ საარჩევნო ტექნოლოგიების, იქნება გარანტია იმისა, რომ 2024 წელს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მაღალპროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნები.

ტრადიციული უბნების ნაწილში ჩვენ მოდერნიზების მთელი რიგი ელემენტები გვაქვს გათვალისწინებული, მათ შორის, ბიულეტენების გაციფრულება და საჯარო ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის," - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები