15 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
მათ მივაწოდე ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებს უკვე მესამე სამხედრო ბაზის მშენებლობას, ამ შემთხვევაში საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი, გაგრძელება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართული სამიტის შემდეგ მედიასთან რამდენიმე აქტუალურ საკითხზე გააკეთა კომენტარი. მათ შორის დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობას გეგმავს.

"მე მივიღე მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობა. ეს იყო მრგვალი მაგიდის ფორმატი და დისკუსია შეეხებოდა მულტილატერალიზმს, ასევე გეოსტრატეგიულ საკითხებს და ამ კონტექსტში ჩვენ უსაფრთხოების საკითხები მიმოვიხილეთ. ბუნებრივია, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე. მათ შორის ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანს და სომხეთს.

მე ასევე, მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აპირებს უკვე მესამე სამხედრო ბაზის მშენებლობას, ამ შემთხვევაში საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი, გაგრძელება, ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს, ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

დღის ამბები