15 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება - პრემიერი

ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა აზერბაიჯანსა და სომხეთშ შორის მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში.

"დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. სამშვიდობო შეთანხმება, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. სომხეთისთვის - სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის - აზერბაიჯანელი ხალხისთვის, საქართველოსთვის - ქართველებისთვის. ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება,"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები