15 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
კანდიდატის სტატუსმეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი, დამერწმუნეთ, უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება - პაატა გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი "ეურაქტივის" მიერ გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციას არაერთხელ დაუფიქსირებია კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა სხვადასხვა გამოცემებსა თუ შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან. როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, მათ მიერ კანდიდატის სტატუს მეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება.

"მყარი, მკაფიო, ეროვნული და თანაც ევროპული პოზიცია კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის, როგორც ინსტრუმენტისა, რომ იარო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასახულია როგორც ყველა გამოცემაში, ასევე გაჟღერებულია არაერთ შეხვედრაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ უკვე წელს გაიცეს დადებითი რეკომენდაცია იმისა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი კანდიდატის სტატუს მეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი, დამერწმუნეთ, კიდევ უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება,"-აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტატიაში, რომელიც "ეურაქტივში" გამოქვეყნდა, სტატიის ავტორი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე წერს: "იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელი განიხილავს საქართველოს უფლებამოსილებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პარალელურად, დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც უნდა შესრულდეს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის." სერგი კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

სტატიის ავტორი ყურადღებას დეპოლარიზაციაზე ამახვილებს და ამ კონტექსტში ექსპრეზიდენტზე საუბრობს. "დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხისა და დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარება",- წერს სერგი კაპანაძე.

ამასთან, სტატიაში კაპანაძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ევროპამ "ქართულ ოცნებას" უნდა უბიძგოს სანქციების დაწესებისკენ.

დღის ამბები