15 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი - მაკა ბოჭორიშვილი

ეს ადამიანები რასაც აკეთებენ, არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყებული საუბარი წინაპირობების შესახებ და საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი გამოეხმაურა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატიას, სადაც კაპანაძე საუბრობს ათ პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები