15 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
კადიროვი რუსეთში გაზაფხულზე ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას ითხოვს

რამზამ კადიროვმა, რუსეთში გაზაფხულზე ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმე ან მისი მხოლოდ ვლადიმერ პუტინის კანდიდატურით ჩატარება მოითხოვა.

არჩევნების გაუქმების ან მასში უალტერნატივოდ ვლადიმერ პუტინის გამარჯვების მიზეზად, კადიროვი უკრაინაში მიმდინარე ომს ასახელებს.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს უნდა ჩატარდეს. თუმცა, არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღის შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ 2023 წელს, 8-დან 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიიღოს.

დღის ამბები