06 ოქტომბერი 2024,   22:36
ვრცლად
საჩხერემ ქართული საგალობლების ფესტივალს უმასპინძლა

საჩხერემ ქართული საგალობლების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 30-ზე მეტი მგალობელთა გუნდი მონაწილეობდა.

ფესტივალის მიზანია, უძველესი ქართული კანონიკური საგალობლების დაცვა და ღვთისმსახურებაში დამკვიდრების ხელშეწყობა. სასულიერო პირებმა ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი გადაიხადეს.

ფესტივალი პირველად 25 წლის წინ გაიმართა - მისი მხარდამჭერი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაა.

დღის ამბები