15 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
სავალალო საყურებელია, როდესაც "მისტერ ოფშორის" ბრძანებაზე ეს ადამიანები ერთი მეორის მიყოლებით გარბიან მასთან შესახვედრად - რატი იონათამიშვილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და დავით კეზერაშვილს შორის მძიმე საუბარი შედგება, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ იმ შედეგებს, რისი მიღწევაც დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს სურს. მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილის ინტერესი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

"ძალიან სავალალო საყურებელია, როდესაც კეზერაშვილის, "მისტერ ოფშორის" ბრძანებაზე ეს ადამიანები ერთი მეორის მიყოლებით გარბიან ხოლმე მასთან შესახვედრად. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ "მისტერ ოფშორი" ევროპელ პენსიონერებს ჰპარავს თანხებს იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა მოაწყოს და ისინი არეულობას მხოლოდ საკუთარ პარტიაში აწყობენ, შესაბამისად, მის ნაძარცვ ფულს ფლანგავენ. ვფიქრობ, რომ ამაზეც მძიმე საუბარი ექნებათ ერთმანეთთან. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი "რადიკალური ოპოზიციის" საერთო სახეს აჩვენებს, რომელიც დაცლილია ყოველგვარი შინაარსისგან და პოზიტიური კონტექსტებისგან,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.

ამავე თემაზე
დღის ამბები