15 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"პეტრე მეგობარია იმ ადამიანის და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ ეგ ვერ გავიგე" - ბაჩო დოლიძე ენმ-ის წევრების კეზერაშვილთან გამგზავრებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების დავით კეზერაშვილთან გამგზავრებაზე შეფასებას აკეთებს ნიკა მელიას გუნდი, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ენმ-ის ახლანდელი მენეჯმენტის არჩეული გზა. ბაჩო დოლიძის შეფასებით, ეს ვიზიტი იმ არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი დასტურია, რაზეც ბოლო დროს საუბრობდნენ.

"კითხვებიც არ არის, არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. პეტრე მეგობარია იმ ადამიანის და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ ეგ ვერ გავიგე. მაგაზეა საუბარი, ხომ არ დავიწყებთ, "ხომ ვამბობდით, ხომ ვამბობდით". დასამტკიცებელი არაფერი მომხდარა და არავის არაფერს არ ვუმტკიცებდი, ვსაუბრობდი იმაზე, რაც შემდგარი ფაქტი იყო, ასე რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა, მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს. პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადავწყვეტთ," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა. ლევან ხაბეიშვილი "კურიერმა" ექსკლუზიურად, ქუთაისის აეროპორტში ჩაწერა. ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში წავიდა პარტიის სრული მენეჯმენტი, მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი.

ამავე თემაზე
დღის ამბები