პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ენმ-ს მოქმედი მენეჯმენტის ვიზიტი კეზერაშვილთან, გასაკვირი ამბავი არ არის.
"რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ რამე გასაკვირი ამბავია ეს. იმდენად გაშიფრულია კეზერაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში ამ გზით და ამ დაჯგუფებებთან მონაწილეობა, მე ვფიქრობ, არავისთვის სიახლე არ არის, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს. ეს კომუნიკაცია ტელეფონით ხორციელდება თუ უშუალო ვიზიტებით, ამაში არაფერი უცნაური და ახალი არ არის.
რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა შეიცვალოს თავმჯდომარე, მე მგონია, რომ მაგალითად ვაშაძის შეყვანა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და რაღაცა ფორმით აფილირება მასთან, იყო მცდელობა ის ნაკლოვანებები, რომელიც დამახასიათებელი იყო ხაბეიშვილისთვის როგორც ლიდერისთვის, რომელიც ვერ შედგა როგორც ლიდერი, შევსებულიყო. როგორც ჩანს, ამ ვერსიამაც არ გაამართლა,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
შეცვლის თუ არა ხაბეიშვილს ნიკა გვარამია - გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი მენეჯმენტი პარტიის დამფინანსებელთან დავით კეზერაშვილთან შესახვედრად, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ გაემგზავრა.