15 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
თუ გახარიას პარტია და "ლელო" გაერთიანდებიან, ეს არავის გაუკვირდება და მათი უპრინციპო მოღვაწეობის გაგრძელებაც იქნება - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათაშვილის თქმით, თუ გახარიას პარტია და "ლელო" გაერთიანდებიან, ეს არავის გაუკვირდება და მათი უპრინციპო მოღვაწეობის გაგრძელებაც იქნება.

იონათამიშვილის განმარტებით, თუ ისინი გაერთიანდებიან, ეს ფაქტობრივად, მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება.

"არც გახარიასგან და არც ხაზარაძისგან, ცხადია ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება. პირიქით, მათი უპრინციპო პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაც იქნება. ეს აჩვენებს ამ ადამიანების პოლიტიკურ მორალს, მათი პოლიტიკური მორალიდან გამომდინარე, არანაირი ბარიერი არ არის ერთმანეთზე რას ამბობდნენ და როგორი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, ამიტომ არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან. მათ არაერთხელ დაგვანახეს, რომ პოლიტიკაში მათთვის ღირებულებები და ფასეულობები არაფერს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ხვალაც და ზეგაც ასე არასტაბილურად გააგრძელებენ და ეს, ფაქტობრივად მათი პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიას გუნდი და მამუკა ხაზარაძის "ლელო", წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, გაერთიანდნენ.

დღის ამბები