საქართველოში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლას, ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ მისი ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერას:
"ჩვენ იმედი გვაქვს რომ ელჩის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების მხარდაჭერას, რაც არის დემოკრატიის დაბრუნება,"- განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.
”გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი ახალი ელჩისგან აქტიურობას ელოდება:
"ძალიან კარგი ელჩი ჩამოვიდა. ფაქტობრივად ნახევარი წელი ელჩი არ გვყავდა. პარტნიორი ქვეყანაა და ეს ძალიან ცუდია, რადგანაც ეს რაღაცნაირად ნიშნავდა ურთიერთობების ხარისხს, არც კი იჩქარეს ამ საკითხზე. მე ახალი ელჩისგან ველოდები რომ აქტიური იყოს, რადგან "ქართული ოცნება" გონს მოიყვანონ,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
აშშ-ის ახალი სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგენი, უკვე საქართველოშია. ის დედაქალაქში, დაახლოებით, ერთი საათის წინ ჩამოფრინდა.