22 აგვისტო 2026,   23:29
ვრცლად
მარიჯანის ქუჩაზე უნივერსალური სპორტული მოედანი მოეწყო

თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის და კამპანია „შენი მოედნის“ ფარგლებში, მარიჯანის ქუჩაზე, უნივერსალური სპორტული მოედანი მოეწყო. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად განახლებული მოედანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე კუპრაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედანზე სრულად განახლდა ბეტონის ფუნდამენტი, დაიგო მრავალფენოვანი სპორტული საფარი, დამზადდა ახალი მინი ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და ჩოგბურთის ბადის დამჭერი კონსტრუქცია. ასევე, შეკეთდა პერიმეტრის დამცავი ღობე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და მაყურებელთა სკამები. აღნიშნული სამუშაოები "საქართველოს ბანკის" მიერ სრულად დაფინანსდა. სამუშაო პროცესი კი კომპანია Renew Holding-მა განახორციელა.

დღის ამბები