"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან და ლარნაკაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, განცხადებები კეთდება. ლევან ხაბეიშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" 3 დღიანი ვიზიტის შესახებ კვიპროსზე, სადაც ისინი პარტიის მთავარ დამფინანსებელს, დავით კეზერაშვილს შეხვდნენ.
"ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებულია.
"როგორც ჩანს, ტყუილად არ ჩაუვლია ხაბეიშვილის ვარჯიშს, ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც და ამ ეტაპზე, შეინარჩუნა ფორმალური მმართველობა. თუმცა ვაშაძემ თქვა, რომ ყველაზე მეტი მე მომხვდა პარლამენტში და მე რაღა შემრჩება "ნაცმოძრაობაშიო" და მას უთხრეს, რაღაცა ერთ-ერთი მიმართულების ლიდერიც იქნებოდა. ამ დროს არანაკლებ დარბის მელია, მასაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, როგორც ჩანს, ის კიდევ ცალკე განშტოება იქნება, ამ სექტის გაგრძელება. ბევრი მიმართულება აქვს ე.წ. არაფორმალურ მმართველობაშიც კი, მანდაც ვერ თანხმდებიან სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია, თუ "კიპრზე" განცხრომაში მყოფი კეზერაშვილი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია და 2024 წლისთვის იმედია, საზოგადოება აირჩევს სხვა, ნორმალურ პარტიებს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.