საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი.
მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის" თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის შესაძლო შეცვლაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მიესალმება ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას ამ თანამდებობაზე:
"ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას - არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.