08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

საბერძნეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგით მეორე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

სოციალოგიურ გამოკითხვებში მემარცხენე გაერთიანება სირიზა და კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტია ლიდერობენ. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს.

არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 9 საათზე, უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

მორიგი ვადამდელი არჩევნები საბერძნეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც, საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების გამო, ალექსის ციპრასს საკუთარი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები