08 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საბერძნეთის სანაპირო დაცვა დაკარგულ 26 მიგრანტს ეძებს

საბერძნეთის სანაპირო დაცვა დაკარგულ 26 მიგრანტს ეძებს. არალეგალებით დატვირთული ნავი კუნძულ ლესბოსის მახლობლად ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ნავზე სულ 46 ადამიანი იმყოფებოდა, 20 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში 20–მდე სამაშველო ოპერაცია ჩატარდა ლიბიის სანაპიროსთანაც.

იტალიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის გემებმა 5 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას რეზინის ნავებით ცდილობდნენ.

დღის ამბები